თეგებით ძიება

"სამარცხვინო" - გიგი წერეთელი ივანიშვილის განცხადებაზე

ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ აგვისტოს ომის გამო ქართველებს ბოდიში აქვთ მსოახდელი, "ერთიანობის" ლიდერი გიგი წერეთელი "სამარცხვინოს" უწოდებს. ოპოზიციონერი ლიდერი პირდაპირ ამბობს, რომ ეს განცხადება ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოა და კრემლის  ნარატივია. 

ეს არის მართლაც სამარცხვინო განცხადებები, რომელიც, უპირველეს ყოვლისა, ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოა. ის მხარს უჭერს კრემლის გზავნილებს, ეს არის ის ნარატივები, რომოლიც აქვთ რუსებს. ეს არის, რა თქმა უნდა, ეროვნული ინტერესის წინააღმდეგ, იმიტომ, რომ არაღიარების პოლიტიკას ძირს უთხრის და იმ მიღწევებს, რომელიც არის ამ მიმართულებით, - ამბობს გიგი წერეთელი. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა