თეგებით ძიება

"2008 წლის 9 აგვისტო… "ოსი ძმების" ჩექმა გიორგის ზურგზე" - გიორგი ანწუხელიძის ცოლი ფოტოს აქვეყნებს

გიორგი ანწუხელიძის ცოლი, მაკა ჩიკვილაძე ბიძინა ივანიშვილის განცხადების საპასუხოდ, სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს:

"2008 წლის 9 აგვისტო… "ოსი ძმების" ჩექმა გიორგის ზურგზე. #ბოდიშიგიორგი," - წერს მაკა ჩიკვილაძე. 

ცნობისთვის, გუშინ, გორში შეკრებილ მოსახლეობასთან ბიძინა ივანიშვილმა ასეთი განცხადება გააკეთა:

26 ოქტომბრის არჩევნების დასრულებისთანავე, როდესაც ომის გამჩაღებლები გასამართლდებიან, როდესაც უკლებლივ ყველა დამნაშავე ქართულ-ოსური ძმობისა და თანაცხოვრების დანგრევისთვის უმკაცრეს სამართლებრივ პასუხს მიიღებს, ჩვენ აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ, დავალების შესაბამისად, მოღალატე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები. და რადგან ჩვენი, ქართველებისა და ოსების ქრისტიანული რწმენის ერთ-ერთი უმთავრესი ქვაკუთხედი სწორედ შენდობაა, დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მტრების მიერ ჩვენი ხალხებისათვის თავსმოხვეული ძმათამკვლელი დაპირისპირება სწორედ რომ ისტორიული პატიებით და გულწრფელი შერიგებით დასრულდება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა