თეგებით ძიება

"ბოდიში?! რისთვის ხალხო ჩვენი ბიჭების ჩახოცვისთვის?!“ - რას წერს აგვისტოს ომის გმირის, თამაზ ნიკიტინის ცოლი?

აგვისტოს ომის გმირის, თამაზ ნიკიტინის ცოლი, მარი სამუშია ბიძინა ივანიშვილის განცხადებას ეხმიანება და სოციალურ ქსელში წერს:

"ბოდიში?! 

რისთვის ხალხო 

ჩვენი ბიჭების ჩახოცვისთვის?!

ჩვენი ბიჭების უმოწყალოდ  წამებისთვის?!

ომის ვეტერანებს რა ვუთხრათ?! მადლობა უთხარით იმათ, რომ ცოცხლები გადარჩით თქო?!

ტყვედ ჩავარდილი ბიჭების წამებისთვის?  (ჩვენი მხრიდან,  წამების ერთი ფაქტი არ არსებობს) რომლებსაც დღემდე სიცოცხლე ჯოჯოხეთად აქვთ ქცეული?! 

და ყველაზე მთავარი ჩვენს შვილებს რა ვუთხრათ?! 

მამაშენი ჩვენი ქვეყნის დაცვას კი შეეწირა, მაგრამ შენ ბოდიში გაქვს მოსახდელი თქო?! - წერს მარი სამუშია.

ცნობისთვის, 26 წლის კაპრალი, თამაზ ნიკიტინი 2008 წლის 8 აგ­ვის­ტოს ცხინ­ვალ­თან, რუს ოკუ­პან­ტთან ბრძო­ლა­ში და­ი­ღუ­პა. გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ, ნიკიტინი მხედ­რუ­ლი მა­მა­ცო­ბის­თვის მედ­ლით და­ჯილ­დოვ­და.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა