თეგებით ძიება

დასავლეთს არაერთხელ ჩაუნერგავს ადამიანი-ტერმინატორები, მოლდოვაში - სანდუ, უკრაინაში - ზელენსკი, საქართველოში - სააკაშვილი - ზახაროვა

დასავლეთმა მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ ხელისუფლებაში მოიყვანა, როგორც "ადამიანი-ტერმინატორი", ისევე, როგორც ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინაში, უპირველეს ყოვლისა, ეს ადამიანები ძირს უთხრის თავიანთი სახელმწიფოების ტრადიციულ საფუძვლებს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.

"ეს არის ჩანერგილი ადამიანი-ტერმინატორი, ასეთი ადამიანები დასავლელებს არაერთხელ ჩაუნერგავთ. მოდით ჩამოვთვალოთ გვარები. მოლდოვაში – ეს არის სანდუ, უკრაინაში – ეს არის ზელენსკი, საქართველოში იყო სააკაშვილი. ეს ადამიანი-ტერმინატორები იმ მომენტში ფეთქდებიან, როდესაც დასავლეთში "გაშვების" ღილაკს აჭერენ. რას ანადგურებენ ისინი? ისტორიას, კულტურას, ყველა იმ ქვეყნის ტრადიციას, რომელშიც ჩანერგილები არიან“, - აღნიშნა ზახაროვამ.

მისი თქმით, ისინი ძირს უთხრიან ამ ყველაფერს თავიანთი პოლიტიკით და ფარული ქმედებებით, რომლებიც არ ჩანს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა