სტიქია ევროპაში - წყალდიდობის შედეგად მსხვერპლთა რიცხვი გაიზარდა
ევროპის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ნაწილებში წყალდიდობის შედეგად მსხვერპლის რაოდენობა იმატებს. რუმინეთში გადაუღებელი წვიმის გამო დაღუპული ადამიანების რაოდენობა ხუთამდე გაიზარდა. სტიქიამ ყველაზე მეტად რუმინეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე გალათის რეგიონი დააზარალა.
მსხვერპლია ავსტრიაშიც. წყალდიდობის დროს სამაშველო ოპერაციის მიმდინარეობისას ერთი მეხანძრე დაიღუპა. ვენის მიმდებარედ ავსტრიის პროვინცია კატასტროფის ზონად გამოცხადდა.
ძლიერი წვიმის შედეგად წყალდიდობას ებრძვიან ჩეხეთში. ქვეყნის აღმოსავლეთ რაიონებიდან რამდენიმე ათასი ადამიანი გაიყვანეს. 200 ათასი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ოთხი ადამიანი ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნევა.