თეგებით ძიება
15. 09. 2024 მსოფლიო

ვირუსული ვიდეოს გადასაღებად, ინდოელმა ახალგაზრდამ კობრის თავი პირში ჩაიდო და გველის ნაკბენის შედეგად გარდაიცვალა

ინ­დო­ეთ­ში, 20 წლის ახალ­გაზ­რდა ბიჭ­მა ცო­ცხა­ლი კობ­რა პირ­ში ჩა­ი­დო, რათა ვირუ­სუ­ლი ვი­დეო გა­და­ე­ღო და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მო­ექ­ვეყ­ნე­ბი­ნა. ნახ­ვე­ბის და­საგ­რო­ვებ­ლად ეს ცნო­ბი­ლი ხერ­ხია, რო­მელ­საც ინ­დო­ეთ­ში მი­მარ­თა­ვენ. ახალ­გაზ­რდა მა­მა­კაცს კობ­რამ უკბი­ნა და გარ­და­იც­ვა­ლა.

შო­კის­მომ­გვრე­ლი შემ­თხვე­ვა თე­ლან­გა­ნას სო­ფელ დე­სი­პეტ­ში მოხ­და. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გარ­დაც­ვლი­ლის სა­ხე­ლი შივ­რა­ჯი იყო. ის და მა­მა­მი­სი გვე­ლე­ბის და­ხოც­ვით შო­უ­ლობ­დნენ ფულს. კობ­რა, რო­მელ­მაც ბიჭს უკბი­ნა, თა­ვად და­ი­ჭი­რეს. შივ­რა­ჯის მა­მამ სთხო­ვა სა­ბე­დის­წე­რო ნო­მე­რი შე­ეს­რუ­ლე­ბი­ნა და კობ­რას თავი პირ­ში ჩა­ე­დო უც­ნა­უ­რი ვი­დე­ოს გა­და­სა­ღე­ბად.

გავ­რცე­ლე­ბულ კად­რებ­ში შივ­რა­ჯი შუა გზა­ზე დგას, კა­მე­რას უყუ­რებს. ერთი ხე­ლით თმას უკან იწევს, მე­ო­რე­თი კი გვე­ლი უჭი­რავს და ცდი­ლობს, მისი თავი პირ­ში ჩა­ი­დოს. ვი­დე­ოს ბო­ლოს ბი­ჭის მამა მაღ­ლა აწე­ულ თითს აჩ­ვე­ნებს, რად­გან გა­და­ღე­ბა თით­ქოს კარ­გად დას­რულ­და. ამის შემ­დეგ ბიჭი გარ­და­იც­ვა­ლა.

სო­ცი­ა­ლუ­რი მე­დია ვი­დე­ომ შოკ­ში ჩა­აგ­დო. მომ­ხმა­რებ­ლე­ბი წე­რენ, რომ ნახ­ვე­ბის და­საგ­რო­ვებ­ლად, დღეს ადა­მი­ა­ნე­ბი სა­კუ­ტარ სი­ცო­ცხლეს რის­კა­ვენ. შემ­ზა­რა­ვი სის­წრა­ფით იზ­რდე­ბა იმ შემ­თხვე­ვე­ბის რი­ცხვი, რო­დე­საც მომ­ხმა­რებ­ლე­ბი სა­კუ­თარ სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე­ში აყე­ნე­ბენ სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის­თვის გა­მო­საქ­ვეყ­ნე­ბე­ლი ვი­დე­ოს გა­და­ღე­ბის გამო.

წყა­რო


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა