ავტოსაგზაო შემთხვევა ხობში - დაიღუპა ერთი ადამიანი, ერთი კი დაშავდა
ხობის სოფელ ხეთაში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. ინციდენტის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა.
ავარია გუშინ მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ელექტრო გადამცემ ბოძს შეეჯახა. უცნობია ავარიის გამომწვევი მიზეზი.
მანქანაში სულ ოთხი პირი იჯდა, მათგან ორს დაზიანებები არ მიუღიათ, ხოლო ერთი დაშავებული მგზავრი სხვადასხვა სახის დაზიანებით ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალშია გადაყვანილი.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით არის დაწყებული, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.