რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებულ გიორგი შანიძეს 4 წლით პატიმრობა მიესაჯა
რუსული კანონის საწინააღმდეგოდ გამართულ აქციებზე, სათვალთვალო კამერის დაზიანებისთვის დაკავებული გიორგი შანიძეს 4 წლით პატიმრობა მიესაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიამ მიიღო. ინფორმაციას "პუბლიკა" ავრცელებს.