თეგებით ძიება

მოვითხოვთ, ივანიშვილმა ბოდიში მოიხადოს საზოგადოების წინაშე – სიმბოლურია, რომ რუსეთმა ეს განცხადება ივანიშვილს სწორედ გორში გააკეთებინა - ლევან ბეჟაშვილი

„მოვითხოვთ, ივანიშვილმა ბოდიში მოიხადოს საზოგადოების წინაშე იმ მოღალატეობრივი განცხადების გამო, რომელიც გორში გაკეთდა და სიმბოლურია, რომ რუსეთმა ეს განცხადება ივანიშვილს სწორედ გორში გააკეთებინა“, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, ლევან ბეჟაშვილმა ალვანში, გიორგი ანწუხელიძის მემორიალთან განაცხადა.

„ბიძინა ივანიშვილის მოღალატეობრივი განცხადება კიდევ ერთი დადასტურებაა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ნიღაბი ჩამოიხსნა და დღეს, ივანიშვილის პარტია გადაქცეულია რუსეთის ინტერესების გამტარებლად. მოღალატეობრივმა განცხადებამ სრულიად საქართველო შეძრა და განსაკუთრებით, კახეთი, სადაც რუსული აგრესიის მსხვერპლი, უამრავი ეროვნული გმირია დასაფლავებული.

სწორედ, ამიტომ მოვითხოვთ ჩვენ, რომ ივანიშვილის პარტიამ და თავად ივანიშვილმა ბოდიში ქართული საზოგადოების, ვეტერანების, თითოეული ქართველი გმირის ოჯახის წევრების წინაშე მოიხადონ, იმ მოღალატეობრივი განცხადების გამო, რომელიც გორში გაკეთდა და სიმბოლურია, რომ რუსეთმა ეს განცხადება ივანიშვილს, სწორედ, გორში გააკეთებინა.

ამიტომ მოვითხოვთ, რომ ივანიშვილმა ბოდიში საზოგადოების წინაშე მოიხადოს, ხოლო საზოგადოებამ 26 ოქტომბერს ნათელი არჩევანი ევროპული კეთილდღეობისკენ უნდა გააკეთოს და არა სიღატაკისა და იზოლაციისკენ, რასაც ივანიშვილი რუსული ვექტორის გავლენით გვთავაზობს. სწორედ, 26 ოქტომბერი უნდა იყოს პასუხი იმ მოღალატეობრივ განცხადებაზე, რომელიც ივანიშვილმა რამდენიმე დღის წინ გააკეთა“. – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

ცნობისთვის, გორში, „ქართული ოცნების“ რეგიონულ შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა: „26 ოქტომბრის არჩევნების დასრულებისთანავე, ჩვენ აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ დავალების შესაბამისად, მოღალატე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები“.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა