გორელი ბიზნესმენი და სამოქალაქო აქტივისტი პატიმრობიდან გაათავისუფლეს
გორელი ბიზნესმენი და სამოქალაქო აქტივისტი პატიმრობიდან გაათავისუფლეს. სოსო ბაბაევს, რომელიც ბიძინა ივანიშვილის გორში ვიზიტამდე დააკავეს, იზოლატორში ყოფნის 48 საათიანი ვადა ამოეწურა, რის გამოც პოლიცია იძულებული გახდა, ბიზნესმენი საპატიმროდან გაეშვა.
ახლა ბაბაევი სასამართლოს ელოდება. გამოძიება მას პოლიციის დაუმორჩილებლობას ედავება. აქტივისტი თვლის, რომ ორი დღის წინ, გორში მხოლოდ იმის გამო დააპატიმრეს, რომ გააპროტესტა ივანიშვილის და ქართული ოცნების შეკრების გამო გადაკეტილი ქუჩები.