თეგებით ძიება

თუ ხვალ, სამი საათისთვის გახარიას პარტიასთან დაკავშირებით შეთანხმება არ იქნება, პრეზიდენტთან შეხვედრაში სარგებელს ვერ ვხედავთ - ბადრი ჯაფარიძე

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მამუკა ხაზარაძისა და გიორგი გახარიას პარტიებს გაერთიანებისკენ მოუწოდებს და კონსულტაციებისთვის ორბელიანების სასახლეში ეპატიჟება. კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, რომ კოალიცია „ძლიერი საქართველო“ მხარს დაუჭერს ორმხრივ ფორმატს და მზად არის ამ რეჟიმში განხილვისთვის.

„მივესალმებით პრეზიდენტის განცხადებას, რომ კოალიცია „ძლიერი საქართველო“ არის გამარჯვების ფორმულის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი. ამავდროულად, დღეს მამუკა ხაზარაძემ ცალსახად თქვა, რომ ახლა პიროვნული პრობლემები ყველამ გვერდზე უნდა გადავწიოთ და ვიფიქროთ ქვეყნის ინტერესებზე. თუ ეს გულისხმობს და მოითხოვს იმას, რომ მოხდეს შეთანხმება კოალიციასა და გახარიას პარტიას შორის, კოალიცია მზად არის ამ განხილვისთვის. მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს შეთანხმება უნდა მოხდეს ორმხრივი განხილვის შედეგად. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამ შეთანხმებას აქვს შანსი, შედგეს, თუ ის იქნება ორმხრივი განხილვის რეჟიმში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს შეთანხმება თუ შესაძლებელია, შედგეს, ის შეიძლება შედგეს მხოლოდ ორმხრივი მოლაპარაკებების შედეგად. თუკი შედგება, შემდგომ უნდა მოხდეს პრეზიდენტთან ამ შეთანხმების წარდგენა“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

რაც შეეხება კითხვას, „მიხვალთ თუ არა ხვალ, სამ საათზე პრეზიდენტის ადმინისტრციაში“, – ბადრი ჯაფარიძემ უპასუხა: „თუ შეთანხმება არ იქნა ხვალ სამი საათისთვის, რაც, ძალიან დიდი ალბათობით, არ იქნება, მაშინ ასეთ შეხვედრაში სარგებელს ვერ ვხედავთ“


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა