მზად ვარ, ვისაუბრო გიორგი გახარიასთან, თუ ეს ქვეყანას გამარჯვებას მოუტანს - მამუკა ხაზარაძე
პრეზიდენტი გახარია-საქართველოსთვის და "ძლიერ-საქართველოს" გაერთიანებისკან მოუწოდებს - ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
კოალიცია “ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა ხაზარაძე მიესალმება პრეზიდენტის ძალისხმევას საქართველოს ევროპული მისწრაფების მხარდასაჭერად და მზადყოფნას გამოთქვამს გიორგი გახარიასთან მოლაპარაკებისთვის.
მე მივესალმები პრეზიდენტის ძალისხმევას საქართველოს ევროპული მისწრაფების მხარდასაჭერად და მისი მხრიდან ამ საქმეში “ძლიერი საქართველოს” როლისა და მნიშვნელობის ხაზგასმას.
როგორც უკვე განვაცხადე, ჩვენ მზად ვართ ყველაფერი გავაკეთოთ ქვეყნის ევროპული განვითარებისთვის და ამისთვის გვერდზე გადავდოთ ყველა პიროვნული საკითხი. ჩვენი გაერთიანება, „ძლიერი საქართველო“ ამის დასტურია.
დღეს დილით მე გამოვთქვი მზადყოფნა, ვისაუბრო გიორგი გახარიასთან ამ თემაზე თუ ეს ქვეყანას გამარჯვებას მოუტანს.
თუ, და, როცა იქნება რაიმე ტიპის გადაწყვეტილება ამ მოლაპარაკების შედეგების შესახებ, ჩვენ დაუყოვნებლივ ვაცნობებთ ამას საქართველოს პრეზიდენტს“, - წერს ხაზარაძე სოციალურ ქსელში.
სალომე ზურაბიშვილი გიორგი გახარიას და მამუკა ხაზარაძეს ორბელიანის სასახლეში ხვალ, 17 სექტემბერს 15:00 საათზე ელოდება.