სახელმწიფო დეპარტამენტმა სავიზო სანქციები დაუწესა საქართველოს 60-ზე მეტ მოქალაქეს
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა სავიზო სანქციები დაუწესა საქართველოს 60-ზე მეტ მოქალაქეს.
უწყებაში აღნიშნეს, რომ სანქცირებულთა შორის არიან მთავრობის, ასევე მუნიციპალური დონის მაღალჩინოსნები, ბიზნეს-ლიდერები, ძალოვანი უწყებების წარმომადგენლები.
სახელმწიფო დეპარტამენტში ასევე განაცხადეს, რომ სავიზო სანქციები შეეხებათ ამ პირების ოჯახის წევრებსაც.
სახელმწიფო დეპარტამენტში არ დაუკონკრეტებიათ, თუ ვისი დასანქცირება მოხდება.