თეგებით ძიება

რუსეთის სიღრმეში დარტყმების შესახებ აშშ-ის პოლიტიკა არ შეცვლილა - მეთიუ მილერი

აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენისა და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის კირ სტარმერის შეხვედრამ გავლენა არ იქონია აშშ-ის პოლიტიკის ცვლილებაზე, რუსეთის სიღრმეში დარტყმებისთვის უკრაინის მიერ დასავლური შორ მანძილზე მოქმედი იარაღის გამოყენებაზე ნებართვა გაეცა. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა მეთიუ მილერმა ბრიფინგზე განაცხადა.

"დღეს ჩვენს პოლიტიკაში ცვლილებების შესახებ განცხადებები არ მაქვს“, - აღნიშნა მან.

ამავდროულად, მილერმა დასძინა, რომ შეერთებული შტატები გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერის შესაძლო გზების განხილვას, რათა მან ომის მოგება შეძლოს. მილერმა განმარტა, რომ საუბარია ტექნიკური საშუალებებისა და სადაზვერვო მონაცემების მიწოდებაზე.

"ჩვენ ყოველთვის განვიხილავთ უკრაინელებთან მათ საჭიროებებს და იმას, თუ როგორ შეგვიძლია მათ საუკეთესო მხარდაჭერა გავუწიოთ“, - განაცხადა მეთიუ მილერმა.

მან ასევე გაიხსენა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებები იმის შესახებ, რომ შეერთებული შტატები მზადაა, ეს პოლიტიკა საჭიროებისამებრ მოარგოს სიტუაციას, ან შეასწოროს ისე, რომ მას „სტრატეგიული აზრი“ ჰქონდეს.

თუმცა, მილერმა არ უპასუხა კითხვას, შეიძლება თუ არა, მომავალში რუსეთის სიღრმეში დარტყმების პოლიტიკა შეიცვალოს და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით დღეს განცხადებები არ აქვს. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა