თეგებით ძიება

სანქციების დაწესება ნამდვილად არის სხვა სახელმწიფოს უხეში ჩარევა ქვეყნის შიდა საქმიანობაში - ნინო წილოსანი

სანქციების დაწესება ნამდვილად არის სხვა სახელმწიფოს უხეში ჩარევა ქვეყნის შიდა საქმიანობაში, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო წილოსანმა მედიასთან განაცხადა და გამოეხმაურა აშშ-ის მიერ საქართველოს წინააღმდეგ დაწესებულ ახალ სანქციებს.

წილოსანის თქმით, სანქციების მიუხედავად, მმართველი გუნდისთვის უპირატესი იქნება ის, რისთვისაც ქართველმა ხალხმა აირჩია.

"ამ სანქციების განმცხადებელმაც კი არ იცის, რის საფუძველზე, რატომ [დაწესდა სანქციები] - ყოველ შემთხვევაში, ჩვენთვის არ მოუყოლია არც საჯაროდ და არც არასაჯაროდ. [სანქციების დაწესება] ნამდვილად არის სხვა სახელმწიფოს უხეში ჩარევა საქართველოს შიდა საქმიანობაში. სანქცია საკუთარი ხალხისა და საკუთარი ქვეყნის წინაშე ჩვენი მოვალეობების საპირწონე ვერ იქნება. ამიტომ, რაც უნდა ასეთი სანქციები იყოს, თავისთავად უპირატესი იქნება ის, რისთვისაც ქართველმა ხალხმა აგვირჩია“, -  განაცხადა ნინო წილოსანმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა