"ოცნებები რეალობად იქცა... იმუშავე და ყველაფერი შესაძლებელია!...“ - მერაბ დვალიშვილი
ლას-ვეგასში UFC 306-ზე საჩემპიონო ბრძოლაში ქართველმა მებრძოლმა მერაბ დვალიშვილმა (18-4) შონ ო'მალი (18-2) მსაჯების გადაწყვეტილებით დაამარცხა და სუპერმსუბუქი წონით კატეგორიის ჩემპიონი გახდა.
მერაბ დვალიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომლითაც გულშემატკივარსა და მის წარმატებაში მონაწილე ყველა ადამიანს მადლობას უხდის.
"ამ მომენტზე მთელი ცხოვრება ვოცნებობდი. ბოლოს გალიაში როცა ქამარი გამიკეთეს მივხვდი - ოცნებები რეალობად იქცა.
იმუშავე და ყველაფერი შესაძლებელია! ყველას მიმართ სამუდამოდ მადლობელი ვიქნები - ჩემი გულშემატკივრების, ოჯახის წევრების, მეგობრების სიყვარულისა და მხარდაჭერისთვის, განსაკუთრებით კი ჩემი გუნდის“, - წერს მერაბ დვალიშვილი.