"შეგიძლია გაიქცე, მაგრამ ვერ დაიმალები. მალე უმარი გახდება ჩემპიონი" - უმარ ნურმაგომედოვის ძმა მერაბ დვალიშვილს მიმართავს
როგორც მოსალოდნელია, UFC-ის ქართველი ჩემპიონის, მერაბ დვალიშვილის მომდევნო მეტოქე უმარ ნურმაგომედოვი იქნება. დადასტურებული ჯერ არაფერია, თუმცა საბრძოლო ხელოვნების სამყარო სწორედ ამ დაპირისპირების მოლოდინშია.
უმარის ძმამ, უსმანმა "ინსტაგრამის საშუალებით მერაბ დვალიშვილს მიმართა.
"შეგიძლია გაიქცე, მაგრამ ვერ დაიმალები. მალე უმარი გახდება სუპერმსუბუქი წონის დაუმარცხებელი ჩემპიონი და ტიტულს იქამდე შეინარჩუნებს, სანამ მოესურვება" - აცხადებს უსმანი "ინსტაგრამზე".
ცნობისთვის, მერაბ დვალშვილმა UFC-ის საჩემპიონო ბრძოლაში შონ ო'მალი დაამარცხა.