თეგებით ძიება

თბილისში წყალი 19 საათით შეწყდება - GWP-ს განცხადება

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" აცხადებს, რომ დღეს, 17 სექტემბერს, ნაძალადევის რაიონში, მონადირის ქუჩის მიმდებარედ კომპანიის მაგისტრალური მილი, რომელიც გლდანი-ნაძალადევის მოსახლეობის ნაწილს სასმელი წყლით ამარაგებს, ავარიულად დაზიანდა.

GWP ამბობს, რომ ტექნიკური სამუშაოები 17 სექტემბერს 12:00 საათზე დაიწყება და მთელი დღის განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში შესრულდება. აღნიშნულის გამო, 17 სექტემბერს, დღის 12:00 საათიდან 18 სექტემბრის დილის 07:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

ხიზაბავრის, იპოლიტოვ-ივანოვის, ბოჭორიშვილის, მარსელის, ჯანჯღავას, ჩიქვანაიას ქუჩებს, ჩიხებს და შესახვევებს, ქერჩის, ილორის, ზარზმის, კაჭარავას, რევოლუციის, ხანძთის, ბაღნარის ქუჩებს.

სოფელ გლდანში: 26 მაისის, ყაზბეგის, წერეთლის, თამარ მეფის, მრევლიშვილის, დარასელიას, დემეტრე თავდადებულის, ხევძმარის ქუჩა N4, ანდრონიკაშვილის, ხიზანიშვილის, ხიზანბარელის, სკოლის, ბიჭვინთის, მანაგაძის, ჩოლოყაშვილის, აღმაშენებლის და გამარჯვების ქუჩებს; ანდრონიკაშვილის II შესახვევს; გაზის, ავჭალა 2-ის და ცენტოლიტის დასახლებებს;

ავჭალა 1-ში: გაბაშვილის, მარჯნის, ღვალაძის, ქობის, ბრონშტეინის ქუჩებს, ჩიხებს და შესახვევებს;

მუხიანის I და II მიკრორაიონებს, III მიკრორაიონის N17-22 კორპუსებს, IV ა მიკრორაიონის N1-7 კორპუსებს, მარესლის, გობრონიძის ქუჩას და ჩიხებს; ზღვის უბნის III მიკრორაიონის კვარტლებს (გარდა მე-3 მ/რ-ს 1-ლი კვარტლის 1, 8, 9, 18, 19, 20, 21, 22 კორპუსებისა).

სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში, წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე, კომპანია მოსახლეობას სასმელ წყალს ცისტერნებით მიაწვდის.

დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, "ფეისბუქისა" და ვებგვერდის მეშვეობით.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა