ჩემს დასანქცირებაზე თქვენ არ ინერვიულოთ… როგორმე ჩვენ ამ სანქციებს გადავიტანთ, თუ იქნება… - ირმა ზავრადაშვილი ჟურნალისტს
„თუ იქნება [სანქციები] ამ ქვეყნის გადარჩენისთვის ჩვენ მზად ვართ ყველაფრისთვის” – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ირმა ზავრადაშვილმა განაცხადა.
უმრავლესობის დეპუტატმა ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვას უპასუხა აშშ-ის სანქციების ახალ პაკეტთან დაკავშირებით.
„რატომ დარდობთ ჩვენს დასანქცირებაზე? ნუ ნერვიულობთ. ჩემს დასანქცირებაზე თქვენ არ ინერვიულოთ. მთელი ისტორიის განმავლობაში, ამ ქვეყნის კეთილდღეობის გულისთვის, ადამიანებმა სიცოცხლე და ოჯახები შესწირეს და როგორმე ჩვენ ამ სანქციებს გადავიტანთ, თუ იქნება. თუ იქნება [სანქციები] ამ ქვეყნის გადარჩენისთვის ჩვენ მზად ვართ ყველაფრისთვის. „დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრა” – ეს არის თქვენი და თქვენი დამკვეთების შეფასება. დემოკრატია რომ არ იყოს, თქვენ ამ კითხვის დასმის საშუალება გექნებოდათ? ერთი 12 წლის წინ ვინმესთვის დაგესვათ ეს კითხვა, ვნახავდით რა დაგემართებოდათ”- განაცხადა ზავრადაშვილმა.