თეგებით ძიება
17. 09. 2024 მსოფლიო

Amazon-მა თანამშრომლებს ოფისში სიარული დაავალდებულა

კომპანია Amazon-ი თავის ჰიბრიდულ სამუშაო პოლიტიკას წყვეტს და თანამშრომლებს კვირაში 5 დღის განმავლობაში ოფისში სიარულს ავალდებულებს.

BBC-ს ცნობით, ცვლილება ძალაში იანვრიდან შევა, კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ენდი ჯესიმ თანამშრომლებს შესაბამისი შეტყობინებები უკვე გაუგზავნა.

„გადავწყვიტეთ ოფისში დაბრუნება, ისე როგორც ეს კოვიდამდე იყო. ეს თანამშრომლებს უკეთესი კომუნიკაციის დამყარებაში დაეხმარება“, - მიიჩნევს ჯესი. ის დიდი ხანია ცნობილია დისტანციური მუშაობისადმი სკეპტიკური დამოკიდებულებით, თუმცა აქამდე Amazon-ის თანამშრომლებს კვირაში 2 დღის განმავლობაში სახლიდან მუშაობის უფლება ჰქონდათ.

Amazon-ს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში 1,5 მილიონზე მეტი ადამიანი ჰყავს დასაქმებული.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა