თეგებით ძიება
17. 09. 2024 მსოფლიო

ინგლისში მოკვდა კატა, რომელსაც მსოფლიოში უხუცესად მიიჩნევდნენ

ინგლისში, ქალაქ ნორვიჩში მოკვდა კატა, რომელიც მსოფლიოში ყველაზე ასაკოვანად ითვლებოდა. The Sun-ის ინფორმაციით, როზი 33 წლის იყო.

„ძალიან მაკლია. თავს ცუდად გრძნობდა, ოთახში შემოვიდა, დაწვა და დაიღუპა. მასთან ბევრი კარგი მოგონება მაკავშირებს და მიხარია, რომ ეს დრო ერთად გავატარეთ“, - განაცხადა როზის 73 წლის პატრონმა ლილა ბრისეტმა.

როზი 1 ივნისს 33 წლის გახდა. მედიის განმარტებით, ეს ასაკი ადამიანებში 152 წელს უდრის.

აღსანიშნავია, რომ როზის მსოფლიოს უხუცესი კატის სტატუსი ოფიციალურად მინიჭებული არ ჰქონდა. გინესის რეკორდების წიგნის წარმომადგენლებმა ბრისეტს 2023 წელს მიმართეს და როზის მიღწევის რეგისტრაციისკენ მოუწოდებდნენ, თუმცა ქალმა ამის გაკეთება არ ისურვა.

ოფიციალურად მსოფლიოს უხუცესი კატის ტიტული 2022 წლიდან 28 წლის ფლოსის ეკუთვნის, რომელიც ასევე ინგლისში ცხოვრობს. დეკემბერში ის 29 წლის უნდა გახდეს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა