თეგებით ძიება

ბოდიშის მოხდა არის შერიგების აუცილებელი პირობა - ირაკლი ქადაგიშვილი

შერიგების დროს ერთმანეთის მიმართ ბოდიშის მოხდა ყოველთვის ხდება, რადგან ეს არის შერიგების აუცილებელი პირობა, ამან ოპოზიცია შეძრა, – ამის საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციას მშვიდობა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა არ სურს და მათი ინტერესი დესტაბილიზაციაა.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ დანაშაულები, რომლებიც ქართველი ერის წინაშე ჩაიდინა, მათ შორის 2008 წლის ომის პროვოცირებით და ქვეყანაზე ამხელა უბედურების თავდატეხით, მათთვის და მათი პატრონებისთვის მიუღებელია, რომ საქართველომ მართლაც რეალური სამშვიდობო შერიგების პოლიტიკა აწარმოოს აფხაზებთან და ოსებთან, რადგან ეს შეიძლება, ნიშნავდეს შესაძლებლობების ფანჯრის გახსნას ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის. ეს თავის თავში შერიგებას, ურთიერთმიტევებას მოიცავს და ძლიერის მხრიდან ეს პირველი ნაბიჯი უნდა იყოს. შერიგების დროს ერთმანეთის მიმართ ბოდიშის მოხდა ყოველთვის ხდება, რადგან ეს არის შერიგების აუცილებელი პირობა. ამან ოპოზიცია შეძრა, ვაითუ, მართლა მოხდეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მიმართულებით ახალი პოლიტიკის დამკვიდრებაო. როგორ ლაჩარს სჩვევია, ვინც ადამიანები ბრძოლის ველზე მიატოვა და დატოვა, გმირების ხსოვნას ამოეფარნენ ზურგს უკან. ეს არის მათი სამარცხვინო ქმედების შინაარსი. მათ მშვიდობა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა არ უნდათ. მათი ინტერესია მხოლოდ დესტაბილიზაცია“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა