თეგებით ძიება

პარტია „ახლის“ ერთ-ერთი შემოსავლის წყაროა რუსული რუბლები, რომლებიც მოდის რუსეთის ფედერალური ბიუჯეტიდან - მამუკა მდინარაძე

პარტია „ახლის“ ერთ-ერთი შემოსავლის წყაროა რუსული რუბლები, რომლებიც მოდის რუსეთის ფედერალური ბიუჯეტიდან, - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ.

„შეიძლება ინფორმაცია თვითონაც გაავრცელეს, მე არ არ გამოვრიცხავ. უნდათ ხალხს აჩვენონ, რომ ვითომ ისინი კი არ ფინანსდებიან ამ ფულით, ხოშტარიას დედა მანქანებს ყიდულობს ამით. ამ ინფორმაციის გავრცელება მათ აწყობთ, რომ 26 000 ფუნტი კი ჩაერიცხა, მაგრამ მანქანა იყიდა, მართლა ოჯახისაა, ამის მტკიცებულება შემოაგდეს.

ჩემი აზრით, ეს არის მათივე გაჟონილი ინფორმაცია იმისთვის, რომ მტკიცებულება შეექმნათ, რადგან ეს ინფორმაცია მაინც გაუვრცელდებოდათ.

რუსეთის ფედერალური ბიუჯეტიდან ყოველთვიურად 50 000 და 100 000- ებს რაღაცა მემკვიდრეობისთვის არავინ არავის არ ურიცხავს. ეს არის ლეგენდა დალაგებული იმისთვის, რომ მათი აგენტურის თანხები „გააპრავონ“.

სოლიკო ვირსალაძე იყო დიდი ხელოვანი კაცი, მაგრამ რა შექმნა ასეთი ათეულობით წლების წინ, რომ მისი მემკვიდრეების ნაწილი 100 და 200 დოლარს იღებს ან არც იღებს და ნაწილს 100 000-ები ერიცხება, რანაირი მემკვიდრეობაა.

ჩემი ვერსიით, ეს არის ორმაგი აგენტურის ერთი მიმართულებით დაფინანსება რუსეთის ფედერალური ბიუჯეტიდან“, -აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა