სარფში, საზღვართან კლდის მასა ჩამოიშალა
სარფში, საქართველო-თურქეთის საზღვართან კლდე ჩამოიშალა. ამის შესახებ ინფორმაციას და ფოტო მასალას „მთავარი არხი“ ავრცელებს.
ადგილზე პოლიციაა მობილიზებული. დაზიანდა სატვირთო მანქანა თუმცა დაშავებული, თვითმხილველების ცნობით, არავინაა.