თეგებით ძიება
17. 09. 2024 მსოფლიო

ჩემი გაპრეზიდენტებიდან დღემდე, ირანს რუსეთისთვის იარაღი არ მიუწოდებია - ფეზეშქიანი

ირანის პრეზიდენტმა, მასუდ ფეზეშქიანმა 16 სექტემბერს ირანის მიერ რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების გაგზავნა უარყო. მისი თქმით, ირანის მთავრობას მისი პრეზიდენტობის პერიოდში, შესაბამისად, მიმდინარე წლის აგვისტოდან დღემდე, რუსეთისთვის იარაღი არ მიუწოდებია. 

"შესაძლოა ეს წარსულში მოხდა, თუმცა მე შემიძლია, დაგარწმუნოთ, რომ იმ დღიდან, როდესაც მე პრეზიდენტის ოფისი დავიკავე, რუსეთისთვის იარაღი არ მიგვიწოდებია" - თქვა ფეზეშქიანმა ჟურნალისტის შეკითხვის საპასუხოდ. 

ირანის საპრეზიდენტო არჩევნებში რეფორმისტმა კანდიდატმა მასუდ ფეზეშქიანმა 2024 წლის 6 ივლისს გაიმარჯვა, ხოლო თანამდებობას იგი ამავე წლის 28 ივლისიდან იკავებს. საპრეზიდენტო არჩევნები მას შემდეგ დაინიშნა, რაც მიმდინარე წლის მაისის თვეში ირანის ყოფილი პრეზიდენტი ვერტმფრენის  ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა