მამუკა ხაზარაძესა და გიორგი გახარიას შორის შეხვედრა დასრულდა
მამუკა ხაზარაძესა და გიორგი გახარიას შორის შეხვედრა დასრულდა. შეხვედრა სასტუმრო „ოლდ თაუნში“ გაიმართა და მისი დასრულების შემდეგ, ლიდერებს კომენტარი არ გაუკეთებიათ.
როგორც გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, პრეზიდენტის სასახლეში შეხვედრაზე მიდის.
შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა ხაზარაძისა და გახარიას პარტიებს გაერთიანებისკენ მოუწოდა და დღეს, 17 სექტემბერს კონსულტაციებისთვის ორბელიანების სასახლეში მიიწვია.