თეგებით ძიება
17. 09. 2024 მსოფლიო

თუ უკრაინა დაეცემა, შემდეგი ქვეყანა რიგში მოლდოვა იქნება

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა 17 სექტემბერს მოლდოვაში გამართულ კონფერენციაზე განაცხადა, რომ უკრაინის მხარდაჭერა მისი მეზობლის, მოლდოვის, გადარჩენასაც უზრუნველყოფს.

"ყველაფერი, რასაც უკრაინის მხარდასაჭერად ვაკეთებთ, ასევე მეზობელი მოლდოვის მიმართ სტაბილიზაციისთვის ხელის შეწყობას ნიშნავს". - განაცხადა ბერბოკმა. მისი თქმით, "აშკარაა, რა არის აქ [მოლდოვაში] ხალხისთვის უმთავრესი საფიქრალი: რომ თუკი უკრაინა დაეცემა, მოლდოვა რიგში შემდეგი ქვეყანა იქნება".

ბერბოკი კიშინიოვში მოლდოვასთან პარტნიორობის პლატფორმას, მის ფრანგ, რუმინელ, პოლონელ, ნიდერლანდელ და ლიტველი კოლეგებთან ერთად დაესწრო.

თავის მხრივ, მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ რუსეთს მისი მთავრობის დამხობის მცდელობაში დასდო ბრალი და განაცხადა, რომ მოლდოვა დღემდე სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას. მან პარტნიორებს მხარდაჭერის გაზრდისკენაც მოუწოდა.

"ომის მიერ გამოწვეული გაურკვევლობა ჩვენი ეკონომიკური განვითარების შეფერხებას განაგრძობს და ასეც გაგრძელდება, სანამ ომი მიმდინარეობს". - თქვა სანდუმ.

პლატფორმის ფარგლებში პარტნიორებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომ მოლდოვას €300 მილიონის ოდენობის სესხითა და €80 მილიონის რაოდენობის გრანტებით დაეხმარონ.

მოკავშირეები ასევე მიესალმებიან მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების მცდელობებს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა