„პრეზიდენტი ალბათ ვეტოს უფლებას გამოიყენებს“ - რომან გოცირიძე პარლამენტში დღეს მიღებულ კანონებზე
ევროოპტიმისტების თავმჯდომარე რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს:
პარლამენტმა ამ მოწვევის ბოლო სხდომა ჩაატარა ქოცი დეპუტატების აზრით, მაგრამ ავიწყდებათ, რომ არსებობს ვეტოს ცნება. დღეს მიღებულ ანტიკონსტიტუციურ და დისკრიმინაციულ კანონებზე პრეზიდენტი ალბათ ვეტოს უფლებას გამოიყენებს - წერს გოცირიძე.
ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტმა „ოჯახური ღირებულებების და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო.