თეგებით ძიება

„ჩემი სოლიდარობა და სრული მხარდაჭერა გიორგი შანიძეს“ - მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „რუსული კანონის“ საწინააღმდეგო აქციებზე დაკავებულ გიორგი შანიძეს, რომელსაც სასამართლომ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, სოლიდარობას უცხადებს.

ჩემი სოლიდარობა და სრული მხარდაჭერა გიორგი შანიძეს, რომელსაც რუსულმა რეჟიმმა, იმავე "მოსამართლემ", რომელმაც მე კონსტიტუციის დარღვევით ორმაგი პატიმრობა მომისაჯა, 4 წელი მიუსაჯა 400 ლარიანი კამერის დაზიანებისთვის აქციების დროს.

გიორგის ძირითადი "დანაშაული" იყო მისი გმირული მონაწილეობა უკრაინის თავდაცვით ომში.  კერძოდ  ის იყო ერთ-ერთი პირველი ვინც გადასხდა რუსების მიერ ოკუპირებულ კუნძულ ზმეინზე, რომელიც უკრაინელმა შენაერთებმა 2 წლის წინ გაათავისუფლეს. აქციებზე კამერის დაზიანება მხოლოდ საბაბი იყო - წერს მიხეილ სააკაშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა