არაფერი საიდუმლო არ არის, ხაზარაძემ ითხოვა დრო - გიორგი გახარია
ჩვენი მხარიდან ყველაფერი ნათელია, პოზიცია დაფიქსირებულია, არაფერი საიდუმლო არ არის, ხაზარაძემ ითხოვა დრო, - ამის შესახებ „საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ ორბელიანების სასახლეში „ძლიერი საქართველოს“ ლიდერთან მამუკა ხაზარაძესთან და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მადლობა ხაზარაძეს, რომ როგორც იქნა ეს საუბარი შედგა, არ მინდა ბევრ დეტალებზე ვისაუბრო, ჩვენი მხრიდან ყველაფერი ნათელია, არაფერია საიდუმლო, ხახარაძემ ითხოვა რაღაც დრო, როგორც აღმოჩნდა მას შესათანხმებელი აქვს პოზიციები, როგორც ხდება ხოლმე. ეს არის რის გამოც გადაიდო, თორემ ჩემი მხრიდან არაფერი…
პოზიცია დაფიქსირებულია, მკაფიო და ნათელია და ითვალისწინებს პრეზიდენტის ძალისხმევას, რომ ქვეყანაში ჩატარდეს არჩევნები, რომელიც საქართველოს დააბრუნებს ებროპული განვითარების გზაზე - ამბობს გახარია.