თეგებით ძიება
17. 09. 2024 მსოფლიო

ისრაელის სავარაუდო ოპერაციის ფარგლებში, ლიბანში ჰეზბოლას ასობით წევრის პეიჯერი აფეთქდა, დაშავებულია ათასამდე ადამიანი

ისრაელის სავარაუდო ოპერაციის ფარგლებში, ლიბანში „ჰეზბოლას“ რამდენიმე ასეული წევრის პეიჯერები აფეთქდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, აფეთქებები ლიბანის დედაქალაქ ბეირუთის ერთ-ერთ უბანში მოხდა.

მედია წერს, რომ ისრაელმა მოახერხა პორტატული პეიჯერების გატეხა და მათი აფეთქება. ვრცელდება ინფორმაცია ასეულობით ადამიანის დაშავების შესახებ, თუმცა მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია უცნობია. ლიბანის ჯანდაცვის სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, უკაბელო საკომუნიკაციო მოწყობილობები არ ატარონ.

პარალელურად, ირანული მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ დაშავებულთა შორისაა ლიბანში ირანის ელჩი მოჯტაბა ამანი.

აფეთქებები, სავარაუდოდ, სირიაშიც მოხდა. „ჰეზბოლას“ საკომუნიკაციო მოწყობილობები, რომლებიც აფეთქდა ლიბანსა და სირიაში, იყო უახლესი მოდელი, რომელიც ჯგუფმა ბოლო თვეებში შეიძინა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა