თეგებით ძიება

საქართველო ამერიკის უკანა ეზო არ არის, რომ თქვენი ნაბახუსევის მიხედვით, ნაგავი ყაროთ - ზურაბ ქადაგიძე

„საქართველო ამერიკის უკანა ეზო არ არის, რომ თქვენი ნაბახუსევის მიხედვით, ნაგავი ყაროთ. ნება იბოძეთ და დაოკდით, თუ არა და მეორე ყვითელი ბარათი არ აგცდებათ!“ - ასე აფასებს „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის პოზიციას, რომელიც მან დღეს საქართველოში აშშ-ს ელჩთან შეხვედრაზე დააფიქსირა.

პირველი ყვითელი ბარათი…

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამერიკის ელჩს შეხვდა და პირდაპირპროპორციული პასუხი გასცა, იმ თავხედობაზე, რასაც შტატების დღევანდელი ადმინისტრაცია კადრულობს!

“ამ გადაწყვეტილებით ამერიკული მხარე კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა, რამაც, კიდევ ერთი მსგავსი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, შესაძლოა, ქართულ-ამერიკული ურთიერთობების მიმართ საქართველოს პოზიციის თვისებრივი გადახედვა განაპირობოს.”

აი, ჭეშმარიტად სუვერენული სახელმწიფოს მეთაურის დამოკიდებულება. უზუსტესი, ხისტი და მკაფიო გზავნილი, იმ ბინძური ინსინუაციების მიმართ, რასაც ბოლო პერიოდია ამერიკელების მხრიდან ვხედავთ.

საქართველო ამერიკის უკანა ეზო არ არის, რომ თქვენი ნაბახუსევის მიხედვით, ნაგავი ყაროთ. ნება იბოძეთ და დაოკდით, თუ არა და მეორე ყვითელი ბარათი არ აგცდებათ!

სასწაული სიამაყის გრძნობას იწვევს, ირაკლი კობახიძის ეს სწორი, პრინციპული და ღირსეული პოზიცია!

ბრავო პრემიერ-მინისტრს! - წერს ზურაბ ქადაგიძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა