პეიჯერების ერთდროულად აფეთქების გამო „ჰეზბოლა“ ისრაელს შურისძიებით ემუქრება
ლიბანური შიიტური დაჯგუფება „ჰეზბოლა“ პეიჯერების მასშტაბურ აფეთქებებში ისრაელს ადანაშაულებს და შურისძიებით ემუქრება.
დაჯგუფების მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ისრაელის კრიმინალურმა აგრესიამ მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი გამოიწვია.
„შურისძიება იქნება, საიდანაც მტერი მოელის და საიდანაც არ ელოდება“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ლიბანში აფეთქებების შედეგად მსხვერპლის რაოდენობა ცხრამდე გაიზარდა, ხოლო 2 800-მდე ადამიანი დაშავებულია. კოორდინირებული აფეთქებების შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა სირიაშიც. გაერო-ში აცხადებენ, რომ ლიბანის მოვლენები „უკიდურესად შემაშფოთებელია“.