„ხალხო, ბოლო და ბოლოს, სირცხვილია! ‼️ ეს ღონისძიება ჩასაშლელია!“ - რას წერს ლაშა ბერულავა?
ჟურნალისტი, „ოდიში ნიუსის“ დამფუძნებელი ლაშა ბერულავა მეცნიერებათა აკადემიის მიერ დაგეგმილი ღონისძიების გაუქმებას მოითხოვს.
„ხალხო, ბოლო და ბოლოს, სირცხვილია!
‼️ ეს ღონისძიება ჩასაშლელია!
25-28 სექტემბერს საქართველოს მეცნიერებათა აკადემია ატარებს საერთაშორისო ქართველოლოგიურ კონგრესს და თანამომხსენებლად მოწვეულია, არც მეტი, არც ნაკლები, პროფესორი, აფხაზთა სიძე (ეს არაა პრობლემა) ცნობილი ქართველთმოძულე ‼️ ჯორჯ ჰიუტი...‼️
ჩემთაობელებს, ცხადია, გახსოვთ, ვინცაა!!!
დანარჩენებს კი შეგახსენებთ, რომ ეს პრაფესორი:
ა) ჯერ კიდევ საბჭოთა დროიდან სრულად უჭერს მხარს აფხაზურ სეპარატიზმს და "აფხაზეთის რესპუბლიკას", ანუ არ აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას;
ბ) ქართველი ერი მიაჩნია ხელოვნურად შეკოწიწებულ კონგლომერატად (მეგრელებს ცალკე ერად მიიჩნევს საერთოდაც);
გ) წლებია, ამტკიცებს, რომ ქართველები ვჩაგრავთ ეროვნულ უმცირესობებს მათ შორის, აფხაზეთში.
ოე! სულ გამო**ევდით მაგ მეცნიერებათა აკადემიაში? თანაც, ეს კონფერენცია რომ სოხუმის დაცემის დღესაც ემთხვევა? “ - წერს სოციალურ ქსელში ლაშა ბერულავა.