თსუ-ში სპარსული ენისა და ლიტერატურის დღე აღინიშნა
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სპარსული ენისა და ლიტერატურის დღე ირანელი პოეტისა და მწერლის, შაჰრიარის და მისი პოეზიის ქართულ ენაზე მთარგმნელისა და მკვლევრის ნომადი ბართაიას საიუბილეო საღამოზე აღინიშნა.
ღონისძიებაზე, რომელიც საქართველოში ირანის საელჩოსა და ირანის დიპლომატიური კორპუსის ინიციატივით გაიმართა, ხაზი გაესვა ქართველი ირანისტის, მთარგმნელისა და პროფესორის დამსახურებას საქართველოში ირანული კულტურის პოპულარიზაციის საქმეში.
ნომადი ბართაია პირველი ქართველია, რომელსაც მინიჭებული აქვს შაჰრიარის სახელობის მნიშვნელოვანი ჯილდო. თსუ-ს მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზში საიუბილეო ღონისძიებაზე ბართაიას მიერ სხვადასხვა დროს ქართულ ენაზე ნათარგმნი სპარსული ლიტერატურა იყო წარმოდგენილი.