უშგულში კაფე-ბარი "ენგური" დაიწვა
ღამით, უშგულში კაფე-ბარი "ენგური" დაიწვა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში "მთავარ არხს" უთხრეს, რომ ცეცხლი ლიკვიდირებულია, დაშავებული კი არავინაა. "მთის ამბები" ავრცელებს ინფორმაციას, რომ მეპატრონეებმა ვერაფრის გადარჩენა ვერ შეძლეს.
რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი, უცნობია.