თეგებით ძიება
18. 09. 2024 მსოფლიო

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო - საჰაერო თავდაცვამ 54 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ქვეყნის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა სხვადასხვა ოლქებში 54 დრონი ჩამოაგდეს.

„საჰაერო თავდაცვის მორიგე სისტემებმა 54 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს“, - აცხადებს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო.

რუსეთის თავდაცვის უწყების ცნობით, 27 დრონი კურსკის ოლქის თავზე, 16 ბრიანსკის ოლქის, 7 სმოლენსკის, 3 ბელგოროდისა და 1 ორიოლის ოლქის ტერიტორიებზე ჩამოაგდეს.

ცნობისთვის, რუსულმა მედიამ ინფორმაცია გაავრცელა, რომ ტვერის ოლქის ქალაქ ტოროპეცში დრონით თავდასხმის გამო საბრძოლო მასალის საცავს ხანძარი გაუჩნდა. ადგილობრივმა გუბერნატორმა მოსახლეობის ევაკუაციის ბრძანება გასცა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა