თეგებით ძიება

ეს ჩემი პირადი საქმეა და სირცხვილია, რომ ხალხი თქვენს ქვეყანაში თავს დაცულად არ გრძნობს მათი სექსუალური იდენტობის გამო - მიხაილ როთი

სირცხვილია, რომ ხალხი თქვენს ქვეყანაში თავს დაცულად არ გრძნობს მათი სექსუალური იდენტობის გამო. ეს ანტი-LGBTI კანონი სირცხვილია, - ამის შესახებ გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მიხაილ როთმა „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, საქართველომ უნდა იამაყოს იმით, რომ აქვს მრავალფეროვნების, ტოლერანტობისა და ღიაობის საკმაოდ დიდი ისტორია.

„ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ვისწავლე ამ ქვეყნისა და ხალხის სიყვარული, არის მათი ტოლერანტობის, მრავალფეროვნებისა და ღიაობის ხანგრძლივი ისტორია. საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც შეუძლია იამაყოს მრავალ ეთნიკურ, რელიგიურ, კულტურულ და ასევე სექსუალურ უმცირესობებს შორის მშვიდობიანი თანაცხოვრებით და ამიტომაც ვარ შოკირებული, რომ მმართველი პარტია ცდილობს აქ ხალხის LGBTI თემის წინააღმდეგ მანიპულირებას.

არ აქვს მნიშვნელობა არატრადიციული ორიენტაციის ხართ თუ არა, ეს მე არ მაინტერესებს. მაგრამ ჩვენი საერთო ვალდებულებაა პატივი ვცეთ უმცირესობებს. სწორედ ამას ველოდები ამ პოლიტიკოსებისგან და ეს უნდა იყოს ნორმა ევროკავშირში. ჩვენ უნდა ვიყოთ მრავალფეროვანი ყოველგვარი შიშის გარეშე“, - განაცხადა მან.

როთმა უშუალოდ მასთან, როგორც სექსუალური უმცირესობების თემის აქტიური დამცველის კრიტიკასაც უპასუხა.

„ეს ჩემი პირადი საქმეა და სირცხვილია, რომ ხალხი აქ, თქვენს ქვეყანაში, თავს დაცულად არ გრძნობს მათი სექსუალური იდენტობის გამო. ეს ანტი- LGBTI კანონი სირცხვილია და გთხოვთ, დაუბრუნდეთ საქართველოს საამაყო ისტორიას, რათა პატივი სცეთ ადამიანებს განურჩევლად მათი სახისა, წარმომავლობისა, სქესისა და სექსუალური იდენტობისა. ეს აძლიერებს ქვეყანას“, - განაცხადა მან.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა