ხელისუფლება იცავს ქართველი ხალხის ინტერესს, იცავს სუვერენიტეტს, მყარად დგას ორ ფეხზე - ოდიშარია
ქართველები დადგებიან უპრეცედენტოდ პრინციპულად იმ პოზიციაზე, რომ არ მისცემენ არავის, რომ დაჩაგროს მისი პოლიცია და სამხედროები, - ასე ეხმიანება პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გუშინდელი გადაწყვეტილებას, რომელიც საქართველოს მოქალაქეების, მათ შორის პოლიციელების მიმართ სანქციებისა და სავიზო შეზღუდვების დაწესებას ითვალისწინებს.
„მოცემულობა გვაქვს ისეთი: ეს ხელისუფლება არის მოწოდების სიმაღლეზე, იცავს ქართველი ხალხის ინტერესს, იცავს სუვერენიტეტს, მყარად დგას ორ ფეხზე და ამ დროს დაასანქცირო და დასაჯო ხელისუფლების სხვადასხვა შტო, ეს გაუგებარია ქართველი ხალხისთვის იმის გამო, რომ ერთი მუჭა მღრღნელი „ენჯეოები“ იყვნენ გაუმჭვირვალენი იმის გამო, რომ ქართველი ერი უკვეთავს საკუთარ ხელისუფლებას ლგბტ პროპაგანდის აკრძალვას და საქართველოს ხელისუფლება რომ ასრულებს ამ დაკვეთას. თუ იმისათვის გამო ხომ არა, რომ ეს ჩაფუშული, არაფრისმაქნისი და უვარგისი მარგინალური8 ოპოზიცია კიდევ ერთხელ გაამყარონ?!“, - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, რობინ დანიგანს შეხვდა.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, რობინ დანიგანთან შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა გამოხატა პირადი პატივისცემა ელჩის მიმართ და შეშფოთება გამოთქვა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გუშინდელი გადაწყვეტილების გამო, რომელიც საქართველოს მოქალაქეების, მათ შორის პოლიციელების მიმართ სანქციებისა და სავიზო შეზღუდვების დაწესებას ითვალისწინებს.