სომხეთში სახელმწიფო გადატრიალების მომზადების საქმეზე სამი ადამიანი დააკავეს
სომეხმა სამართალდამცველებმა სახელმწიფო გადატრიალების და ხელისუფლების ხელში ჩაგდების მომზადების საქმეზე სამი ადამიანი დააკავეს, ხოლო ოთხზე ძებნა გამოცხადდა. ინფორმაციას სომხეთის საგამოძიებო კომიტეტი ავრცელებს.
საქმის მასალებით ირკვევა, რომ ადამიანთა ჯგუფმა რუსეთის ქალაქ როსტოვში სამთვიანი მომზადება გაიარა, რა დროსაც მათ მძიმე შეიარაღებასთან მოპყრობა ისწავლეს.
შემდეგ ისინი სომხეთში დაბრუნდნენ და სხვა ადამიანების გადაბირებით დაკავდნენ. ისინი ძირითადად მოქმედი სამხედროების გადაბირებით იყვნენ დაკავებულები. დაჯგუფების წევრები როგორც სომხეთის მოქალაქეები, აგრეთვე მთიანი ყარაბაღის ყოფილი მცხოვრებლები იყვნენ.