თეგებით ძიება

კობახიძე ზუსტად იმას ლაპარაკობს, რა დირექტივებსაც კრემლიდან იღებს - ნაცვლიშვილი

ივანიშვილის დაჯგუფება, მათ შორის კობახიძის მონაწილეობით დღეს ემსახურება არა საქართველოს, არამედ კრემლის ინტერესებს.

ამიტომ, ის საუბრობს სწორედ იმ გზავნილებით და შინაარსით, რომელიც აქვს მოსკოვს საქართველოსთან, საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორებთან და მეგობრებთან მიმართებაში.

კობახიძე ზუსტად იმას ლაპარაკობს, რასაც ლაპარაკობს კრემლი და რა ტიპის დირექტივებსაც ის იღებს კრემლიდან - ამიტომ, გასაკვირი არ არის მისი პოზიციონირება.

სწორედ ამ პოზიციისთვის, ქართველი ხალხის ღალატისთვის, იმ მცდელობისთის, რომ საქართველოში განახორციელონ რუსული ოცნება, რომ საქართველო დარჩეს მეგობრებისა და პარტნიორების გარეშე, რაც მას იოლ ლუკმად გადააქცევს რუსეთისთვის - სწორედ ამ გეგმის თანამონაწილეობისთვის, ოცნებას მოუწევს 26 ოქტომბერს ქართველი ხალხის სანქცია მიიღოს და დაემშვიდობოს ძალაუფლებას.

თქვა კოალიცია ძლიერი საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ნაცვლიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა