თეგებით ძიება

ვერავინ მიგვითითებს, რომ ბავშვებში გარყვნილების პროპაგანდა უნდა დავუშვათ - ლევან მაჭავარიანი

"ვერავინ მიგვითითებს ჩვენ იმას, რომ ბავშვებში გარყვნილების პროპაგანდა უნდა დავუშვათ და ვერც იმას, რომ ამ პროპაგანდის აკრძალვით ჩვენ ვშორდებით ევროპას“, - ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჟოზეფ ბორელის განცხადებას, რომელმაც მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, გააუქმოს კანონი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“.

„ჩვენ ევროპას და ლგბტ პროპაგანდას ერთმანეთთან ვერ ვაკავშირებთ და ვერც დავუკავშირებთ. იქიდან გამომდინარე, რომ ევროპა ჩვენთვის არის ის ღირებულებები, რომლებიც თავიდან ბოლომდე ეფუძნება ქრისტიანულ ღირებულებებს. იმიტომ ვგრძნობთ ჩვენ თავს ევროპის ნაწილად, რომ ამ ღირებულებებში არის თანხვედრა.

ვერავინ მიგვითითებს ჩვენ იმას, რომ ბავშვებში გარყვნილების პროპაგანდა უნდა დავუშვათ და ვერც იმას, რომ ამ პროპაგანდის აკრძალვით ჩვენ ვშორდებით ევროპას ან ნებისმიერ ევროპულ სტანდარტს“, - აცხადებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა