თეგებით ძიება

მამუკა ხაზარაძესა და გიორგი გახარიას შორის მოლაპარაკებები დღეს განახლდება

კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერს, მამუკა ხაზარაძესა და პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარიას შორის მოლაპარაკებები, ორბელიანების სასახლეში, დღეს განახლდება. გაერთიანებასთან დაკავშირებით კონსულტაციები დღის მეორე ნახევარშია ჩანიშნული.

გუშინ ოპოზიციონერი ლიდერების შეხვედრა ორბელიანების სასახლეში გვიან ღამით დასრულდა.

როგორც შეხვედრის შემდგომ, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, მოლაპარაკების გაჭიანურება დაკავშირებული არ არის თანამდებობების და საარჩევნო სიების განაწილებასთან.

თავის მხრივ, გიორგი გახარიას ინფორმაციით, შეთანხმებები გარკვეულ საკითხებზე უკვე არსებობს.

ლიდერები გაერთიანებასთან დაკავშირებით მოსალაპარაკებლად პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში 16 სექტემბერს მიიწვია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა