რა ხდებოდა კესარია აბრამიძის მკვლელობამდე და მკვლელობის შემდეგ - ნახეთ, სათვალთვალო კამერის ჩანაწერი
რა ხდებოდა კესარია აბრამიძის მკვლელობამდე და მკვლელობის შემდეგ - "ტვ პირველი" სათვალთვალო კამერის ვიდეოჩანაწერებს ავრცელებს.
კადრებში ჩანს, რომ ბექა ჯაიანი კესარია აბრამიძის სახლთან არსებულ მარკეტში 18:53 წუთზე შედის და 18:54 წუთზე გამოდის.
ამის შემდეგ, მკვლელობაში ბრალდებული მოკლულის საცხოვრებელ კორპუსში შედის და 18:55 წუთზე ლიფტთან დგას. 19:09 წუთზე კი კიბეებზე ჩამორბის და კორპუსიდან გადის.
26 წლის ბექა ჯაიანს, რომელსაც პოლიცია მთელი ქვეყნის მასშტაბით, გუშინ 20:00 საათიდან ეძებდა, დააკავა. ბრალდებულს ხელბორკილები აეროპორტში დააკავეს. ის დიღმის წინასწარი მოთავსების იზოლატორშია, სადაც მთელი ღამის განმავლობაში იკითხებოდა.
დაკავებული ტრანსგენდერის ყოფილი მეგობარი მამაკაცია.
შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 18 სექტემბერს, დიდ დიღომში, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1987 წელს დაბადებულ კ.ა.-ს საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
კესარია აბრამიძის ცხედარი ექპერტიზის ბიუროშია გადასვენებული. წინასწარი ინფრომაციით, მას 50-მდე ჭრილობა აქვს მიყენებული.