"არ შეესაბამება ჩემს პირად პოზიციას“ - შოლცი ეწინააღმდეგება რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებს გერმანული იარაღით
გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა დაადასტურა, რომ ის არ უჭერს მხარს, უკრაინამ გერმანული იარაღით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმები განახორციელოს.
გერმანიის კანცლერმა აღნიშნა, რომ გერმანიის მთავრობამ მიიღო რამდენიმე გადაწყვეტილება უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის შესახებ, რომლებიც მისთვის სავსებით გასაგებია, მათ შორის არის ის, რომ გერმანია არ გააუქმებს შეზღუდვებს იარაღის რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენების შესახებ.
„ეს არ შეესაბამება ჩემს პირად პოზიციას. ჩვენ ამას არ გავაკეთებთ და ამისთვის ჩვენ გვაქვს საფუძვლიანი მიზეზები“, - განაცხადა შოლცმა.
შოლცმა, ასევე, აღნიშნა, რომ ნატოს პარტნიორების მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიუხედავად, გერმანია უკრაინას შორი მანძილის მაღალი სიზუსტის იარაღს არ მიაწვდის.