თეგებით ძიება

უკრაინის კაპიტულაცია არ არის ომის დასრულების ყველაზე სწრაფი გზა - ჯოზეფ ბორელი

ევროკავშირის დიპლომატიის ხელმძღვანელმა ჯოზეფ ბორელმა თქვა, რომ უკრაინის დათმობა და მეორე ბელარუსად მისი გადაქცევა, ომის დასრულების ყველაზე სწრაფი გზა არ არის. ამის შესახებ მან გაეროს უშიშროების საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა. 

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირი გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას. 

"ჩვენ გვიყვარს მშვიდობა, ევროკავშირს უყვარს მშვიდობა და ყველაზე მეტად უკრაინელები იხდიან ყველაზე მაღალ ფასს. დიახ, ჩვენი მხარდაჭერის გარეშე, უკრაინა იძულებული იქნება კაპიტულაცია მოახდინოს“, - აცხადებს ბორელი. 

მისი თქმით, მშვიდობა არ ნიშნავს დამორჩილებას, ამიტომ საჭიროა გრძელვადიანი მშვიდობა. 

"მშვიდობა ასევე არ ნიშნავს დანებებას და ოკუპაციას“, - განაცხადა ბორელმა და დასძინა, რომ „რაც უფრო ძლიერი იქნება უკრაინა სამხედრო თვალსაზრისით, მით უფრო ძლიერი იქნება მისი პოზიცია მოლაპარაკებების მაგიდასთან“.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა