თეგებით ძიება

დღევანდელი სიტყვით გამოსვლა ძალიან კარგი შესაძლებლობაა იმისთვის, რომ მსოფლიოს გავაგონოთ ჩვენი ხმა - საგარეო საქმეთა მინისტრი

დღეს უმნიშვნელოვანესი დღეა, საქართველოს პრემიერ მინისტრი მიმართავს გაეროს გენერალურ ასამბლეას - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა.

„მის სიტყვაში მთავარი აქცენტები იქნება იმაზე, თუ რა შესაძლებლობებს ქმნის ჩვენი ქვეყანა, ჩვენი რეგიონი და იმ გამოწვევებზე, რომელშიც დღეს მთელს მსოფლიოს უწევს ცხოვრება.

ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი შესაძლებლობაა იმისთვის, რომ მსოფლიოს გავაგონოთ ჩვენი ხმა და ვისაუბროთ იმ საკითხებზე, რომელიც აქტუალურია ჩვენი ქვეყნისთვის“ - აღნიშნა ილია დარჩიაშვილმა.

დღეს ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი სიტყვით გამოვა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა