თეგებით ძიება

მინისტრის პოსტს ვტოვებ, არ ვიცი პარლამენტში რა უნდა ვაკეთო - თეა წულუკიანი

დღეს, ერთ-ერთ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ ის თანამდებობას ტოვებს და მინისტრის პოსტზე ხვალ ბოლო სამუშაო დღე აქვს.

"დღეს ამ სცენაზე ვარ იმიტომ, რომ უნდა დაგემშვიდობოთ. მე ხვალ მაქვს ბოლო სამუშაო დღე" - თქვა მან.

ცნობისთვის, წულუკიანი ქართული ოცნების სიის ათეულშია. 

"ბოლო დღეებში შევმსუბუქდი და ხუმრობის ხასიათზე ვარ.

მე არ ვიცი, პარლამენტში რა უნდა ვაკეთო და რატომ ეძახიან ჩემნაირ იურისტს. [..]

ცოტა მოხულიგნოს, ცოტა ასე ვთქვათ, ენას რომ ჯიბეში არ ინახავს. ეს ხანდახან პრობლემაა და ვნახავთ, იმიტომ, რომ მარტო თქვენს სფეროში არ არიან მსახიობები და რეჟისორები, მე სადაც ვარ იქ მსახიობად ვმუშაობ და დამიბარეს და მივდივარ და როლიც გაირკვევა ალბათ რა მაქვს მორგებული, ძალიან მალე". - უთხრა წულუკიანმა აუდიტორიას.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა