თეგებით ძიება
26. 09. 2024 მსოფლიო

ჩვენ ვაგრძელებთ მილიარდობით დოლარის მიცემას იმ ადამიანისთვის, რომელმაც უარი თქვა გარიგებაზე - უკრაინა განადგურებულია, ნანგრევებშია - ტრამპი ზელენსკიზე

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა და ამჟამად „რესპუბლიკური“ პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატმა დონალდ ტრამპმა გააკრიტიკა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტი უარს ამბობს შეთანხმებაზე ქვეყანაში მიმდინარე ომის ფონზე.

„ეს ქალაქები [უკრაინაში] გაქრა და ჩვენ ვაგრძელებთ მილიარდობით დოლარის მიცემას იმ ადამიანისთვის, რომელმაც უარი თქვა გარიგებაზე. არ არსებობდა გარიგება, რომლის დადება მას შეეძლო და რომელიც არ იქნებოდა იმაზე უკეთესი, ვიდრე ის, რაც ახლა გვაქვს. ქვეყანა განადგურებულია, მისი აღდგენა შეუძლებელია“, - აღნიშნა ტრამპმა.

თავის გამოსვლაში, ტრამპმა დაადანაშაულა ბაიდენი და ჰარისი რუსეთის უკრაინაში შეჭრაში.

„მათ ეს ვითარება გამოიწვიეს თავიანთი ნათქვამის სულელობით, ყოველი გადადგმული ნაბიჯით და ახლა ისინი ჩაკეტილნი არიან შექმნილ ვითარებაში. მათ უბრალოდ არ იციან რა გააკეთონ. ისინი ჩაკეტილნი არიან ამ სიტუაციაში. სამწუხაროა, უბრალოდ არ იციან რა გააკეთონ. უკრაინა აღარ არის უკრაინა. თქვენ ვერასდროს ჩაანაცვლებთ ამ ქალაქებს. ვერასდროს ჩაანაცვლებთ დაღუპულ ადამიანებს“, - აცხადებს ტრამპი.

ტრამპის განცხადებით, ბაიდენს უნდა შეეწყო ხელი რუსეთსა და უკრაინას შორის შეთანხმებისთვის, რომელიც თავიდან აიცილებდა სისხლის ღვრას.

„გარიგება შესაძლებელი იყო. ერთი ადამიანიც არ დაიღუპებოდა. კომპეტენტური პრეზიდენტი რომ გვყოლოდა, შეთანხმება შესაძლებელი იქნებოდა.  ახლა ქვეყანა ნანგრევებშია. და ვინ არიან ის ადამიანები, ვინც ეს დაუშვეს?“ - განაცხადა ტრამპმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა