პარტიის "გახარია - საქართველოსთვის" საარჩევნო სიას ფეხბურთელ გიორგი ქოჩორაშვილის მამა როინ ქოჩორაშვილიც შეემატა
პარტიამ "გახარია - საქართველოსთვის" 2024 წლის საარჩევნო სია წარადგინა.
სიის პირველ ნომრად, პარტიის თავმჯდომარე გიორგი გახარია დასახელდა.
ამასთან, დღევანდელ პრეზენტაციაზე ცნობილი გახდა, რომ პარტიას "კონსერვატიული პარტიის" თავმჯდომარე ზვიად ძიძიგური და დიმიტრი ცქიტიშვილი შეუერთდნენ.
პარტიის საარჩევნო სიას, მეცხრე ნომრად ფეხბურთელ გიროგი ქოჩორაშვილის მამა როინ ქოჩორაშვილიც შეემატა.